LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დვალი: საქართველოს ხელისუფლება თავისი საქციელით ცალსახად ბოროტების მხარესაა… საერთოდ სიზმარში მგონია თავი, ბუჩაში რომ არ მიდიან

723
BeFunky-collage (3)

უკრაინაში რუსული აგრესიის და ომის დანაშაულის ფონზე, რომელიც უკვე 47 დღეა გრძელდება, საქართველოში გამოხატულ პოზიციებსა და მმართველი პარტიის გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის ბუჩას ტრაგედიასთან დაკავშირებით, ცნობილი ფიზიკოსი და მეცნიერი, გია დვალი გამოეხმაურა “ფორმულას” ეთერში და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

გია დვალი: ომის რიტორიკა უნდა შეწყდეს, იმის მუდმივი გამეორება, რომ ვიღაცა ჯგუფს ომი უნდა, რომ ვიღაც აუცილებლად “ნაციონალების” მხარდამჭერია, საზოგადოებაში  პოლარიზაციას იწვევს – დღეს, ყველაზე მეტად ერთიანობა გვჭირდება

„რაღაც გაგებით ძალიან გამარტივდა სიტუაცია. არის სიკეთე და არის ბოროტება. საქართველოს ხელისუფლება თავისი საქციელით პოზიციონირებას ცალსახად ბოროტების მხარეს აკეთებს. ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ ვიღაც გავლანძღო, ამის საპასუხოდ შესაძლოა, მეტყვიან – აი, ხომ მივეცით ხმა [რუსეთის] გარიცხვას.. იქ, საქართველოს ხმა არ არის გადამწყვეტი და არის მინიმუმის მინიმუმი.

იმისთვის, რომ სიკეთის მხარეს იდგე, ეს მინიმუმის მინიმუმი არ არის საკმარისი.

წარმოიდგინეთ, არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იხრჩობა. მინიმუმის მინიმუმია ხელი გადაუსვან და ზედაპირზე დარჩნენ. ეს არ არის სიკეთე. მას კიდევ სჭირდება ძალისხმევა. ის, რომ პატარ-პატარა რაღაცებს ვაკეთებთ, ეს მათი სამუშაოა და ამაზე მადლობას არ უნდა ითხოვდნენ. საჭიროა დამატებითი ძალისხმევა იქ, სადაც საქართველოს შეუძლია ცალკე პოზიციონირება.

რა კომენტარს აკეთებდნენ სანქციებზე? ის, რომ სანქციები არ მუშაობს. ახლა საერთოდ, სიზმარში მგონია თავი, ბუჩაში, რომ არ მიდიან.

ეს ყველაფერი, ცალსახად, ბოროტების მხარეს აყენებს ჩვენს მთავრობას – ეს არის რეალობა.

მე ძალიან მაინტერესებს, რანაირად ხდება გადაწყვეტილების მიღება ჩვენს მთავრობაში, თუნდაც იმის ჩათვლით, რომ რუსეთიდან მოდის დირექტივები, როგორ, რანაირად? ეს ყველაფერი ჩვენს მიღმაა.

ამ მთავრობას ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს, მაქსიმუმ გითხრან, რომ თუ შენ რაღაც განსხვავებული აზრი გაქვს ან თუნდაც კითხვა დასვი – ან საერთოდ, არ გაგცემენ პასუხს ან მიგაკუთვინებენ იმ რაღაც “ომის პარტიას”.