LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავიერ კოლომინა: “ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში”

89
1643928677-ხავიერ-კოლომინა

“ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში,” – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

„ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია კოლომინას განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში, სავარაუდოდ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ბიბილოვს, ამ დროის მონაცემებით, ალან გაგლოევი დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე ოკუპირებული რეგიონის ე.წ.-მა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ ორი რაიონის პირველადი შედეგები გამოაცხადა – საუბარია კვაისისა და ჯავის ოლქებზე, რომლის მიხედვითაც გაგლოევს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები