LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის პრეზიდენტი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ, ომის დანაშაულების ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

115
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ, ომის დანაშაულების ტრიბუნალის შექმნას ითხოვს.

ამის შესახებ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას მოუწევს პასუხისგება, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, მათ შორის სამხედრო ლიდერებს.

„ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულებზე, პასუხისგება მოუწევს. ჯარისკაცებისა და სამხედრო ლიდერების ჩათვლით. რა თქმა უნდა, მათაც, ვინც პოლიტიკურად პასუხისმგებელია…მე ჯერ კიდევ ვლადიმირ პუტინისგან რაციონალურობის ნარჩენების იმედი მქონდა.“– განაცხადა შტაინმაიერმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.