LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან სონღულაშვილი: „დესტრუქციული ქმედებაა, როცა ცხელი ომის პირობებში მსხვერპლისკენ გაიშვერ თითს და ცეცხლმოკიდებულ ადამიანზე გადაიტან პასუხისმგებლობას!“

478
levanii

ნიუ იორკში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვარი, ლევან სონღულაშვილი რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ვინც პუტინის ქმედებებს ამართლებს, ფაშისტია:

„სანამ ხელოვანი, იქამდე საქართველოს მოქალაქე ვარ და მიმაჩნია, რომ ყველა მოქალაქის სურვილია – მშვიდობა, ვალდებულებაა – ღირსების დაცვა-შენარჩუნება, და მიზანი – დამოუკიდებლობის მოპოვება!

ხოლო ხელოვანებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა და ა.შ. არც ერთი იდეოლოგიური ნიშნით, არამედ თავისუფლად უნდა ვამხილოთ ბოროტება და სიბნელე, რომელიც ცალსახაა, რომელიც გვართმევს ინტელექტუალურ განვითარებას, სახელმწიფოებრიობას და ღირსებას, რომელიც ლაჩრობასთან სვამს ტოლობის ნიშანს.

დესტრუქციული ქმედებაა, როცა ცხელი ომის პირობებში მსხვერპლისკენ გაიშვერ თითს და ცეცხლმოკიდებულ ადამიანზე გადაიტან პასუხისმგებლობას! როცა ვერდიქტი პროცესის დასრულებამდე გამოგაქვს, თანაც მსხვერპლის ჯინაზე, მტრის სასარგებლოდ… ეს, უზნეობასა და უმეცრებასთან ერთად, მორალური დანაშაულია! ცხელი ომის პირობებში დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, ისტორია შეაფასებს.

და მაინც, დღეს, ყველა, ვინც პუტინის ქმედებაში გამართლებას ეძებს თუ პოულობს – კოლექტიური პუტინია, ფაშისტია! დღეს, ვისაც ომი სურს – რუსეთია; ვინც ომს იწყებს – ეს პუტინია; ვინც შიშს თესავს – კოლექტიური პუტინი“.