LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალნოვახაში იბრძოდა მეუღლესთან ერთად, ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ მაინც მედგრად დგას – ვანო ნადირაძე უკრაინაში მებრძოლ ქართველ გოგოზე

890
რუსკა ივანეიშვილი 1

რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ქართველი გოგოს შესახებ წერს, რომელიც უკრაინის ომში იბრძვის.

როგორც ვანო ნადირაძე წერს, რუსკა ივანეიშვილი ვალნოვახაში თავის მეუღლესთან ერთად იბრძოდა, ჯოჯოხეთი გამოიარა მაგრამ მაინც მედგრად დგას.

„რუსკა ივანეიშვილი ქართველი გოგო რომელიც საკუთარი შვილივით მიყვარს. გოგო რომელიც ალყაში იყო ვალნავახაში, იბრძოლა როგორც კაცმა ბოლომდე თავის მეუღლესთან და სხვა ქართველებთან ერთად, ჯოჯოხეთი გამოიარა მაგრამ მაინც მედგრად დგას!!!!“, – წერს ვანო ნადირაძე.