LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილებიდან 36% ქვეითია… ფეხით მოსიარულეს ვერ დავადანაშაულებთ, თუკი ინფრასტრუქტურა ხელს არ უწყობს” – გელა კვაშილავა

161
BeFunky-collage (2)

საგზაო უსაფრთხოება საქართველოში – რა არის ტრაგიკული შემთხვევების ძირითადი მიზეზები საქართველოში და რა გამოსავალი არსებობს? – ეს ის საკითხია, რაც ქვეყნისთვის უკვე წლებია გამოწვევაა, თუმცა განსაკუთრებულად აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შარტავას ქუჩაზე მოზარდს ტროტუარზე BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

შარტავას ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

მომხდარის შემდეგ ჟიული შარტავას 35 ნომერში მცხოვრებლებმა სამანქანო გზა გადაკეტეს და ადგილზე შუქნიშნისა და ე.წ. „ბუგაროკების“ დამონტაჟებას მოითხოვს.

2021 წელს, საქართველოს გზებზე 30 ათასამდე ავტოავარია მოხდა – გარდაიცვალა 305 ადამიანი და დაშავდა 6 ათასამდე პირი

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტმა გელა კვაშილავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ავარიის შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადად ავარიები ქალაქის ურბანულ ზონებშია.

პეკინის გამზირზე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ 2 ადამიანს დაეჯახა

მისივე თქმით, საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები როგორც კანონმდებლობის, ისე აღსრულების კუთხით არის გამოხატული.

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ქვეითებისთვის მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა.

„ავარიების შედეგად გარდაცვლილებიდან 36% არის ქვეითები, რაც არის მთავარი პრობლემა, რომელიც სტატისტიკიდან ჩანს.

ძირითადი პრობლემაა ჩვენთან დაწესებული მაღალი სიჩქარის ლიმიტები – ქალაქში 60-70კმ/სთ, რომელსაც ემატება 15კმ/სთ. თუ აღსრულება პატრულის ან კამერის მიერ ხდება, ჯარიმით სრულდება და ქულათა სისტემასთან არ არის მიბმული.

განსაკუთრებით სკოლებთან, იმ ურბანულ ზონებში, სადაც ხალხი მოძრაობს, სიჩქარე მაქსიმუმ უნდა იყოს 50კმ/სთ, სკოლებთან კი 30კმ/სთ.

ეს პრობლემა მოითხოვს ქუჩების ისე მოწყობას ინფრასტრუქტურულად, რომ მძღოლებს ფიზიკურად არ ჰქონდეთ მაღალი სიჩქარით გადაადგილების საშუალება.

ქალაქისთვის დაბალი სიჩქარით მოძრაობა პრიორიტეტულია. სიჩქარის კონტროლი და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთდროულად უნდა ხორციელდებოდეს.

თუ ეს არ მოხდა, ქვეითსაც შეექმნება დაბრკოლების გადალახვა და მძღოლსაც. მათ ვერ დავადანაშაულებთ, თუკი ინფრასტრუქტურა არ უწყობს ხელს”, – განაცხადა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტმა გელა კვაშილავამ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა.