Tbilisi Open Air ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება და მუსიკის მოყვარულებს არტისტების საინტერესო ჩამონათვალს სთავაზობს. მათ შორის, ვისი მოსმენის სიამოვნებაც გველოდება ზაფხულში, მუსიკალურ ფესტივალზე, არის ცნობილი ამერიკული პოპჯგუფი Cigarettes After Sex , რომლის შემოქმედებასაც საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის თაყვანისმცემელი ჰყავს. მისი სოლისტის, გრეგ გონსალესის ხმას აღწერენ, როგორც ანდროგენულს, კომპოზიციები კი ძირითადად, სიყვარულსა და რომანტიკაზეა.
24 ივნისს, „თბილისი ოფენ ეარზე“ ზემოხსენებული ჯგუფი მუსიკალური ფესტივალის მთავარი გამომსვლელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „ოფენ ეარი“ ავრცელებს.
ცნობილი ბენდის პირველი კომპოზიცია 2012 წელს გამოვიდა, Nothing’s Gonna Hurt You Baby, ხოლო 2015 წელს უკვე Affection-ის მოსმენის საშუალება გვქონდა, ამ სინგლს მოჰყვა სადებიუტო სოლო ალბომი 2017 წელს. ჯგუფის მეორე დისკი სახელწოდებით Cry 2019 წლის 25 ოქტომბერს გამოიცა.