LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 პოპულარული პროდუქტი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს – ექიმის რჩევა

64
Capture

მაშინაც კი, როცა კალორიებს ზუსტად ითვლით და რაციონს მკაცრად იცავთ, 1-2 არაჯანსაღი საკვები მენიუში ხანდახან მაინც იპარებს. აღმოჩნდა, რომ ეს საშიში სულაც არ არის.

ზოგიერთი საკვები კი, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევთ და სავარაუდოდ, არც თუ ისე მავნედ თვლით – სინამდვილეში შესაძლოა ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს.

ამერიკელმა დიეტოლოგებმა და ექიმებმა სწორედ ასეთ პროდუქტებს მოუყარეს თავი.

1. ძეხვეული
ექიმები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროდუქტი ქარხნული წარმოების ხორცი – ძეხვეულია. იქნება ეს ბეკონი, სალიამი თუ სოსისი – თითოეული მათგანი კანცეროგენების პირველ კატეგორიაშია. მსოფლიოში ყოველწლიურად 50 ათასი ადამიანი გადამუშავებული ხორცის მირთმევის გამო იღუპება.

2. შაქრის მაღალი შემცველობის ხემსი
ზედმეტად ტკბილი ხემსი ტვინისთვის სერიოზული ზიანის მომტანია. ასეთი პროდუქტის მიღების შემდეგ ტვინი ძალიან ბევრ ენერგიას, თან ძალიან სწრაფად იღებს, რაც ორგანიზმს საჭიროზე მეტ ხანს ამუშავებს. შედეგად იწვევს სტრესს და გადატვირთვას. გარდა ამისა, ზედმეტი ტკბილეულის მირთმევის კიდევ ერთი რისკი – დიაბეტია.

3. კარტოფილის ჩიფსი
ჩიფსები ანთების გამომწვევი ნახშირწყლებით, ცხიმებითა და ნატრიუმითაა მდიდარი. ამ პროდუქტის ხშირ მიღებას გულის პრობლემების გამოწვევა შეუძლია, ზედმეტ წონაზე აღარაფერი რომ ვთქვათ.

4. თეთრი პური
თეთრი პური სისხლის წნევას ზრდის და შესაბამისად, სხვადასხვა გართულებების გამომწვევი მიზეზი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები