LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული ლათინურ ამერიკული ქვეყანა ტურისტებისთვის შეზღუდვებს აუქმებს

44
d64a9c5e36790cade9f96f6b7e03efb9travel_3_loop_final

კუბა ტურისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს. 6 აპრილიდან პოპულარული დანიშნულების მონახულებას ყველა მსურველი შეძლებს.

კუბის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ვიზიტორებს აღარც ვაქცინაციის სერტიფიკატი და აღარც პსრ-ტესტი მოსთხოვოს. სანიტარული მოთხოვნებიდან ძალაში რჩება ნიღბის ტარების ვალდებულება, თანაც რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე. უცხოელ ვიზიტორებს სოციალური დისტანციის დაცვის რეკომენდაციასაც მისცემენ.

ამასთან, ტურისტებმა გარკვეული ნიუანსები უნდა გაითვალისწინონ. კუნძულზე ჩასვლის შემდეგ მათ შესაძლოა შემთხვევითი მეთოდით ტესტირება მოუწიოთ და ამისთვის მზად უნდა იყვნენ. დადებითი პასუხის შემთხვევაში იზოლაციაში მოუწევთ გადასვლა.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება კუბის ჯანდაცვამ მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის და ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები