LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას შეტევით იარაღს გადასცემს

207
Capture

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩეხეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას საბჭოთა წარმოების T-72 ტანკები და BVP-1 ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანები გაუგზავნა.

გამოცემა BBC კი წერს, რომ იარაღის გადაცემის შესახებ ჩეხეთის მაღალჩინოსნებმა „როიტერს“ განუცხადეს.

ჩეხეთის მიერ უკრაინისადმი გაწეული დახმარების დეტალებზე ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.

„მხოლოდ იმაში გარწმუნებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება და დაეხმარება სამხედრო აღჭურვილობის კუთხით, ეს ეხება როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე აღჭურვილობას“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები