LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვოლიერები განადგურებულია, ცხოველები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან” – ხარკოვის დაბომბილ ეკოპარკში, შესაძლოა, ცხოველები დააძინონ

175
Untitled design (2)

რუსეთის აგრესიის შედეგად, ხარკოვში დანგრეული ეკოპარკის ცხოველები შესაძლოა, დააძინონ. 

ამის შესახებ სახალხო დეპუტატი ალექსანდრე ფელდმანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აცხადებს და ამბობს, რომ ცხოველების ევთანაზია არის უკიდურესი ზომა, რომლის მიღებაც, მისი თქმით, იმედია, საჭირო არ გახდება.

ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება გვიან საღამოს უნდა მიიღოს, მანამდე კი ეძებენ გზებს, რომ ცხოველები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ.

უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ეკოპარკის ინფრასტრუქტურა განადგურებულია და მტაცებლები მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.

“ცხოველების ევთანაზია უკიდურესი ზომაა, რომელსაც, ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ვერ მიაღწევენ. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა პირთან და ორგანიზაციასთან, მათთან, ვისაც შეუძლია უმასპინძლოს ჩვენს ცხოველებს უკრაინაში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, თუ როგორ გამოვიყვანთ ვეფხვებს, ლომებს, დათვებს და სხვა დიდ ცხოველებს ამ ზონიდან. ასეთ ოპერაციას სჭირდება სპეციალური ტრანსპორტი და დიდი რაოდენობის ადამიანების მონაწილეობა, ეს კი, სავარაუდოდ, მტრის ყურადღებას მიიპყრობს, რომელიც, როგორც წესი, ეკოპარკის ტერიტორიაზე საქმიანობას ჭურვებით პასუხობს.

რთულია იმის თქმა, კიდევ ერთი თავდასხმის შემდეგ, რამდენად შეინარჩუნებენ მტაცებლები სიმშვიდეს და არ დატოვებენ ტერიტორიას და არ წავლენ ხარკოვისა და ახლომდებარე სოფლებისკენ, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ.

თუ მათი გამოყვანა და უსაფრთხო ადგილზე ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა, ერთადერთი გზა დაგვრჩება – მტაცებლების დაძინება, ამაზე საუბარი წარმოუდგენლად მტკივნეულია, მაგრამ ახლა მთავარი პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლეა. ასევე, სასწრაფოდ უნდა გამოვიყვანოთ ეკოპარკის ტერიტორიიდან ის გადარჩენილი ცხოველები, რომელთა გამოყვანაც შედარებით მარტივია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები