LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურ ბაკურაძე: „დღეს მშვიდობას პრემიერი, მთავრობა და მთელი „ქართული ოცნება” უზრუნველჰყოფს ჩვენს ქვეყანაში!..“

286
bakuradze

გადაცემა „ავტოგრაფის“ რეჟისორი, დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში ბუჩაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებისას საქართველოში მშვიდობას „ქართული ოცნება“ უზრუნველჰყოფს.

„ვთქვი, არაფერს დავწერ-მეთქი და ვერ გამოდის. არ გამომდის. უნამუსობას ვერ გავატარებ!

ვინც დღეს ბუჩას კადრებით აღშფოთებული და გაგიჟებული ბრძანდებით!

ვინც დღეს უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის რუკებს ხედავთ!

და ამავე დროს, ცოტა ხნის წინ დაიმხეთ თავზე პრემიერის პირველ განცხადებაზე, რომ სანქციები არ იმუშავებსო!

გეკითხებით, მუშაობს სანქციები?!!!

მუშაობს თუ არა?

მეორე თვეა!

უზნეობად მიმაჩნია ბოდიშის არ მოხდა, თუმცა ბოდიშის მოხდა რომ შეგეძლოთ, არც მაშინ დაეტაკებოდით პრემიერს, რომელიც დღეს მშვიდობას უზრუნველჰყოფს ჩვენს ქვეყანაში!

დიახ!

დღეს მშვიდობას პრემიერი, მთავრობა და მთელი “ქართული ოცნება” უზრუნველჰყოფს ჩვენს ქვეყანაში!

P.S. პირდაპირ ვბლოკავ უზრდელებს, როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს!“