LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად წაიყვანა მოტყუებით აჩიკო ნიჟარაძემ თავისი მეუღლე: „უარის თქმის საშუალება უკვე აღარ ჰქონდა…“

805
nijaradzee

აჩიკო ნიჟარაძე მეუღლესთან, ნუცა ქირიასთან ერთად „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი“ ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაითანხმა მეორე ნახევარი მუსიკალურ პროექტში მონაწილეობაზე.

როგორ გადაწყდა თქვენი მონაწილეობა ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალურ მეგაშოუში „მიმღერე“, რომელშიც 8 ოჯახური წყვილი არის წარმოდგენილი?

ნუცა: ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მზად არ ვიყავი, რადგან პანდემიის გამო ძალიან მივეჩვიეთ სახლში ყოფნას და მსგავს სიტუაციას. რომ გავიგე, რამხელა პროექტი იქნებოდა, ცოტა შემეშინდა.

აჩიკო: ნუცა მოტყუებით მივიყვანეთ ამ პროექტში. შოუსთვის მომღერალ ოჯახებს ეძებდნენ  და ჩვენზე იცოდნენ, რომ ვმღერით და დუეტშიც გვიმღერია. თავიდან, მე რომ შემომთავაზეს მონაწილეობა, ზუსტად ვიცოდი, ნუცა არ წამოვიდოდა და შევაპარეთ, რომ მხოლოდ ერთი სიმღერა უნდა გვემღერა ეთერში. ასეთი დიდ პროექტს, ორკესტრს და ბენდს ნამდვილად არ ელოდა. დავითანხმეთ ამ ერთ სიმღერაზე და რომ მივედით, შემდეგ გაიგო შოუს ფორმატი, რომ კიდევ შვიდი სიმღერის შესრულება მოგვიწევდა და უარის თქმის საშუალება უკვე აღარ ჰქონდა.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები