გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთსა და გერმანიას შორის, “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის პროექტის მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში ერთგულად დარჩენა იყო შეცდომა.
შტაინმაიერის განცხადებას გამოცემა Reuters ავრცელებს.
“ჩემი შეუპოვრობა “ჩრდილოეთ ნაკადი 2-ზე” აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდებს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა და რომელთა შესახებაც ჩვენმა პარტნიორებმა გაგვაფრთხილეს,” – აღნიშნა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ცდებოდა პუტინის შეფასებისას.
“ჩემი შეფასება იყო, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ დანგრევას მისი იმპერიული მანიის გამო – ისევე როგორც სხვები, მე ვცდებოდი,” – თქვა მან.