LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

71
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, – ამჯერად საუბარია საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს.

დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

დაცვის მხარე პროცესზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენებას გეგმავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს მსჯავრდებულ პრეზიდენტს.