“2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მაუწყებლების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 30%-ით გაიზარდა” – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
კომისიის ცნობით, 2021 წელს კომერციულმა სარეკლამო შემოსავლებმა 79.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი კომერციული სარეკლამო შემოსავლები 61.4 მილიონი ლარი იყო.
“შედეგად, კომერციული სარეკლამო შემოსავლები ტელემაუწყებლებში, გასულ წელთან შედარებით, 18.4 მილიონი ლარით გაიზარდა. კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და განცხადებებს მოიცავს.
2021 წელს სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი 34.3% “ტელეიმედს” ჰქონდა, 14.4სარეკლამო შე% – “მთავარ არხს”, “მედია ჰოლდინგს” (ყოფილი რუსთავი 2) – 13.1%, “ტელეკომპანია პირველს” – 8.0%, “ფორმულას” – 7.2%, “პოსტვ”-ს – 5.7%, “სილქნეტს” – 4.4%, „ჯი-დი-ეს თი-ვის“ – 3.2%, საზოგადოებრივ მაუწყებელს – 3.1%, „რ.ბ.ჯ“-ს – 0.8%. სხვა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ჯამურმა წილმა 6% შეადგინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობითვე, 2021 წელს რადიო მაუწყებლების მთლიანი სარეკლამო შემოსავლები 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.2 მილიონი ლარი შეადგინა:
“რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, 2021 წელს რადიო მაუწყებლების მთლიანი სარეკლამო შემოსავლები 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.2 მილიონი ლარი შეადგინა.
რადიო მაუწყებლობიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი – 53.7% “რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” ჰქონდა. “რადიო იმედს” – 9.8%, “ქართულ რადიოს” – 5.4%, “რადიო პალიტრას” – 5.2%, “რადიო ჯორჯიან თაიმსს” 3.9%, “მდ ჯგუფს” – 3.4%, ხოლო “ჩვენ რადიოს” – 3% ეკავა.
“მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას” – სარეკლამო შემოსავლის 2.7%, კომპანია “მედიასტრიმს” – 2.6% და სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” – 1.5% ეკავა. სხვა რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ჯამურმა წილმა 8.3% შეადგინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.