ბოლო წლების სუპერჯაშუშს, 50 წლის დენიელ კრეიგს მეუღლემ, 48 წლის მსახიობმა რეიჩელ ვაისმა პატარა გოგონა აჩუქა. მართალია, წყვილი 7 წელია ერთადაა, მაგრამ მანამდე არც უფიქრიათ შვილის შეძენაზე, რადგან ძველი ურთიერთობებიდან ორივეს ჰყავს მემკვიდრე. ვაჟიშვილი ჰენრი ვაისს ცნობილი რეჟისორისგან დარენ არანოვსკისგან შეეძინა, კრეიგს კი, 26 წლის ემა ჰყავს, რომელიც დედასთან ფიონა ლოუდონთან ცხოვრობს.