LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა კვიციანი: „პანდემიის შემდეგ ინიექციებს მოვუკელი, ფილერებს აღარ ვწყალობ…“

1884
makakvitsiani

დიზაინერი მაკა კვიციანი ჟურნალ O.k.-სთან  საუბრობს და პასუხობს შეკითხვებს თავის მოვლასა და ოჯახური ცხოვრების შესახებ.

ყოველდღიურად როგორ უვლით თავს?

მაკა კვიციანი: 

თავის მოვლას დაახლოებით ნახევარ საათს ვუთმობ ყოველ დილით და ასევე, საღამოს. აქტიურად ვიღებ სხვადასხვა სახის ვიტამინს.

რაც შეეხება ინიექციებს, საკმაოდ მოვუკელი პანდემიის შემდეგ, რადგან არ არის რეკომენდებული ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აღარ ფილერებს ვწყალობ დიდად. ვცდილობ, ჯანსაღი საშუალებებით მივაღწიო სასურველ შედეგს. ყოველდღიურად ბევრ წყალს ვსვამ. ამ ეტაპზე იოგა დაემატა ჩემს ცხოვრებას საკმაოდ ინტერნსიურად.

ფოტო: მაკა კვიციანის მდიდრული სახლი, ლურჯი ბიბლიოთეკა და სვანური ინსპირაციები

როგორია ოჯახის როლი თქვენს ცხოვრებაში?

რაც შეეხება ოჯახს, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უჭირავს. დიდ დროს ვატარებ მშობლებთან, დასთან, ძმასთან. საკმაოდ დიდი ოჯახი მყავს და ძალიან მიყვარს, როცა ყველა ერთად ვიკრიბებით.

ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი და ინვესტიცია შვილები არიან და მუდამ ასე იყო. პატარა ასაკში დავოჯახდი და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. მგულშემატკივრობენ ყველა ჩემს წამოწყებას მეუღლეც და შვილებიც. არასდროს შეზღუდვა არ მქონია, პირიქით – ხელს მიწყობენ, რომ კარიერა მქონდეს და საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო.

დაახასიათეთ თქვენი თავი სამი სიტყვით..

სამ სიტყვაში რომ ვერ ჩაატევ, ისეთი ქალი ვარ მე.

ფოტო: წითელი კაბების ტრენდი ქართულ შოუბიზნესში – მაკა კვიციანი, ეკო ფანგანი, ნინო ჩხეიძე და ნინო თოლორდავა

მაკა კვიციანი სრულიად წითელი ნაძვის ხის ვიდეოს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები