შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით სულ 27 990 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად 305 ადამიანი გარდაიცვალა, 6 ათასამდე პირი კი დაშავდა, მათ შორის 600-მდე არასრულწლოვანი.
აღნიშნული მონაცემები დეტალურად, ასე გამოიყურება:
2021 წლის პირველ სამ თვეში, ქვეყნის მასშტაბით სულ 9 046 შემთხვევა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
აპრილიდან ივნისამდე აღირიცხა 9 150 შემთხვევა.
მესამე კვარტლის მონაცემებით კი ქვეყნის მასშტაბით 9 794 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობას:
2021 წლის 3 კვარტლის მონაცემების ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 5 746 კი ავარიის დროს დაშავდა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაიღუპა
94 ადამიანი, მომდევნო სამ თვეში კიდევ 95, ხოლო მესამე კვარტალში კიდევ 116 ადამიანი.
2021 წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით მომხდარი ავარიების დროს 1 613 ადამიანი დაშავდა, მომდევნო სამ თვეში კიდევ 1 982 და ბოლო თვეებში 2 151.
2021 წლის 3 კვარტლის მონაცემებით
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 4 არასრულწლოვანი და დაშავდა 561 მოზარდი.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, დაშავებულებს შორის 200-მდე მოზარდი ქვეითად გადაადგილდებოდა.