ზოგიერთი ავტომწარმოებელი ხვდება, რომ მკაფიო და უჩვეულო სახელების დამახსოვრება უფრო ადვილია, ვიდრე უბრალო ინდექსების. სწორედ ამიტომ ციფრებისა და ასოების კომბინაციას ორიგინალური სახელებით ანაცვლებენ.
მაგალითად, ასე მოიქცა ბრენდი Volvo და კროსოვერი XC90-ის შთამომავალს შვედები Embla-ს დაარქმევენ. ჩინელები კი უფრო შორს წავიდნენ. რესპუბლიკაში მოღვაწე ავტომწარმოებლები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო უჩვეულო და ორიგინალურ სახელს მოიფიქრებს. ერთ-ერთი უახლესი ჩინური ტრენდი მანქანისთვის ცხოველის სახელის წოდებაა.
მოდით გადავხედოთ ჩინურ „ზოოპარკს“.