LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაკაბაძე: ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა, არა, მაინც რას გვიშვება ეს ბიძინა

180
ოცნება

„ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა! ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

ხალხი მომავალშიც გვერდით დაგვიდგება, რომ მათზე ვიზრუნოთ: თორნიკე რიჟვაძე შუალედურ არჩევნებზე

როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენა კარუსელებისა და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს რომელიმე უბანზე.

არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ბათუმსა და რუსთავში ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს: პრემიერი

„ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა! გუშინ, 2 აპრილს, ბათუმში ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაცებმა“ ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენეს კარუსელებისა და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს ვერც ერთ უბანზე. მათ დუმილის უფლება გამოიყენეს. არა, მაინც რას გვიშვება ეს ბიძინა?!“, – წერს ნანა კაკაბაძე Fაცებოოკ-ზე.

შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმშიც და რუსთავშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ბათუმში კენჭისყრა საპილოტე რეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები