ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭერის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ბათუმში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
“ყველა საჩივარს რომ დავეთანხმოთ, ამ პირობითაც კი შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს არის ქართველი ხალხის და უშუალოდ ბათუმის ამომრჩევლის არჩევანი.” – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭერის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას, ისეთ დარღვევებს, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ვაკვირდებოდი არჩევნების პროცესს ბათუმში და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რაც არ უნდა იყოს ნაკლოვანება, ყველა საჩივარს რომ დავეთანხმოთ, ამ პირობითაც კი შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს არის ქართველი ხალხის და უშუალოდ ბათუმის ამომრჩევლის არჩევანი. შესაბამისად, ამ ნებას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება და ეს არის მთავარი. მთავარია, პროცესმა ხალხის აქტიური ნების დაფიქსირება უზრუნველყო და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ფასდება ნებისმიერი არჩევნების სამართლიანად ჩატარება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ხარვეზებთან დაკავშირებით მეორეხარისხოვანია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საჩივარი გვავალდებულებს, უფრო მეტი ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ მომდევნო არჩევნებზე მსგავსი პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.