LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობამ შარტავას ქუჩაზე, სადაც 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა აქცია გამართა

149
Capture

თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე, სადაც 8 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა, აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები უბედური შემთხვევის ადგილზე შუქნიშნისა და სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მომდევნო აქცია ორშაბათს, 4 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, 31 მარტს, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.

ამასთან, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები