LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთის საგარეო უწყება რუს დიპლომატებს მოუწოდებს, „მიატოვონ ხომალდი, რომელიც იძირება“

88
ჩეხეთის საგარეო უწყება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატებისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მათ უკრაინაში ომის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტი დეპარტამენტის „ტვიტერის“ ანგარიშზე გამოქვეყნდა, მისი ავთენტიკურობა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო „როიტერსს“ დაუდასტურა.

ინგლისურ და რუსულ ენებზე დაწერილი წერილი მიმართულია არა მხოლოდ ჩეხეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისადმი, არამედ რუსეთის დიპლომატიური სამსახურის ყველა თანამშრომლისადმი, რომლებსაც ჩეხი დიპლომატები კოლეგებს უწოდებენ.

„ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, მოქმედებს თუ არა პოლიტიკური ელიტა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ბევრ თქვენგანს ნამდვილად აქვს გაცნობიერებული, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ მოგატყუათ უკრაინის ომთან დაკავშირებით“, – წერენ ჩეხი დიპლომატები მიმართვაში.

მიმართვაში ასევე ჩამოთვლილია რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგები – მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, ქალაქების „აპოკალიფსური“ განადგურება.

წერილის ავტორი დიპლომატების აზრით, მიმდინარე მოვლენების შედეგად, რუსეთს თავისი ხელისუფლების, „გერონტოკრატიად გადაქცეული კორუმპირებული ელიტის“ ხელში, „წარსულის სიბნელეში მკვეთრი ჩავარდნის მოლოდინი აქვს.“

წერილის ავტორები თავიანთ რუს კოლეგებს „ევედრებიან“, დატოვონ „ბოროტების თანამზრახველთა“ წრე და დატოვონ ჩაძირული გემი, რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ თავისუფლებისმოყვარე ადამიანების რისხვას იზიდავს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები