LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოსტფაქტუმ დამნაშავის დასჯა არ უშველის იმ ანგელოზს, რომელიც იდგა თავის კუთვნილ ტროტუარზე და ელოდა სკოლის ავტობუსს! გამოფხიზლების დროა!!! – ეკა ლალიაშვილი

548
BeFunky-collage

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი შარტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, შედეგად კი პატარას ფეხის ამპუტირება გახდა საჭირო

“ვცდილობ გარემოში არსებულ სიმძიმეს ჩემი მძიმე პოსტები არ დავამატო, თუმცა ის რაც გუშინ დამართეს 8 წლის ბავშვს ტროტუარზე, ამაზე გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია. სისხამ დილით მაღალი სიჩქარით, უხეში დარღვევით მომავალი მძღოლი არის იმის დემონსტრირება, რომ პოტენციურ მკვლელებს აღარ შერჩათ იმის განცდა, რომ საგზაო დარღვევებისთვის პასუხი გაეცემათ. არ აქვთ იმის განცდა, რომ ამგვარი ქცევა დანაშაულია! პოსტფაქტუმ დამნაშავის დასჯა არ უშველის იმ ანგელოზს, რომელიც იდგა თავის კუთვნილ ტროტუარზე და ელოდა სკოლის ავტობუსს! გამოფხიზლების დროა!!!”, – წერს ეკა ლალიაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდომარეობა

შარტავას ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ 8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა