LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის მახლობლად თხრილების გაკეთება სცადეს – ვრცელდება ცნობები სამხედროების რადიაციულ დასხივებასა და გარდაცვალებაზე

152
დასხივებული რუსები ჩერნობილიდან

რუსმა ჯარისკაცმა ჩერნობილთან, დაბინძურებულ წითელ ტყეში თხრილების გაკეთება სცადეს – ვრცელდება ცნობები სამხედროების რადიაციულ დასხივებასა და გარდაცვალებაზე.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მას შემდეგ, რაც დაბინძურებული ნიადაგიდან „მწვავე რადიაციული დაავადება“ განიცადა. 

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ჯარები, რომლებმაც, სავარაუდოდ, დეკონტამინაციის მიზნით (გაუვნებელყოფის), ისტორიაში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფის მახლობლად, დაბინძურებულ წითელ ტყეში, თხრილების გაკეთება სცადეს, ამჟამად ბელორუსის გომელში მდებარე სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ტყეს ასე ეწოდა, რადგან 1986 წლის ბირთვული კატასტროფის დროს, ათასობით ფიჭვის ხე წითელი გახდა. ტერიტორია იმდენად ტოქსიკურადაა მიჩნეული, რომ იქ შესვლის უფლებას, ჩერნობილის მაღალკვალიფიციურ მუშაკებსაც კი არ აძლევენ.

ადგილობრივი ცნობით, დაავადებული ჯარით სავსე შვიდი ავტობუსი, ბელარუსის ქალაქ გომელში ხუთშაბათს დილით ჩავიდა. ადგილზე მყოფმა რეპორტიორებმა ასევე განაცხადეს, „მოჩვენების ავტობუსების“ შესახებ, რომლებსაც დაღუპული რუსი ჯარისკაცები ბელარუსიდან რუსეთში, გვიან ღამით გადაჰყავდათ.

მედიის ცნობით, უკრაინა აღიარებს, რომ „შეუძლებელია“ იმის თქმა, არის თუ არა ჩერნობილი უსაფრთხო.

აშშ-ის დაზვერვამ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა დაკავებული ადგილიდან გასვლა დაიწყეს, თავად რუსეთმა კი განაცხადა, რომ ჩერნობილიდან გასვლა, უკრაინაში შეჭრის შემცირების ვალდებულების ნაწილია, თუმცა უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ ეს რეალურად იმიტომ ხდება, რომ ჯარები დაბინძურებული ნიადაგიდან „დასხივებულნი“ იყვნენ.

„რუსი დასხივებული ტერორისტების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებმაც ჩერნობილის ზონა დაიპყრეს, დღეს ბელორუსის რადიაციული მედიცინის ცენტრში გომელში მიიყვანეს “, – დაწერა Facebook-ზე იაროსლავ იემელიანენკომ, რომელიც უკრაინის სახელმწიფო გამორიცხული ზონების მართვისთვის სააგენტოს საზოგადოებრივ საბჭოში მუშაობს.

„ამ ტერიტორიასთან ურთიერთობის წესები არსებობს.“ – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსეთის კონტროლის ქვეშ, ოკუპანტების უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს, 24 თებერვალს მოექცა.

მუშები მორიგეობდნენ 600 საათზე მეტ ხანს, სანამ ცვლის უფლებას მისცემდნენ. საერთაშორისო შეშფოთება მაშინვე გაიზარდა, როდესაც რუსულმა ჯარებმა რეგიონში, რადიოაქტიური მტვერის ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე, მძიმე სამხედრო ტექნიკა შეიტანეს. ტყის ხანძრებმა ასევე გააჩინა შეშფოთება გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით.

„ტყეში თხრილების გათხრამ, რომელიც მიჩნეულია ტერიტორიის ყველაზე დაბინძურებულ ზონად, ადგილზე მომუშავე უკრაინელებისგან დიდი დაცინვა გამოიწვია.“ – წერს სტატიის ავტორი.