LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის ეს ძალიან საშიშია, სამწუხაროდ, რუსეთი არაფერს არ იხდის იმისთვის, რასაც აკეთებს საქართველოში – ფხალაძე ბიბილოვის განცხადებაზე

112
BeFunky-collage (9)

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის ეს არის ძალიან საშიში, – ასე ეხმიანება პროფესორი, თენგიზ ფხალაძე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, გადაწყვეტილებას.

ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების სურვილის თაობაზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი

როგორც თენგიზ ფხალაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა განაცხადა, ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებას ამის შესახებ ბევრჯერ ულაპარაკია და წინა წლებში, ე.წ. რეფერენდუმიც აქვთ ჩატარებული, მაგრამ უკრაინაში ომამდე თავად რუსეთისთვის ეს თემა ნაკლებად საინტერესო იყო.

“დღეს ამ ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს ორი დატვირთვა – ცხინვალი ემზადება ე.წ. არჩევნებისთვის და მეორე, რუსეთმა შეიძლება რაღაცით რამის კომპენსირება მოახდინოს”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

დავით ზალკალიანი: მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა

მისივე განცხადებით, როდესაც დღეს, რუსეთის მიმართ მსოფლიოს შეურიგებლობაზე ვსაუბრობთ, ეს ძირითადად, მაინც უკრაინაში მიმდინარე ომით არის განპირობებული.

“რუსეთი უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე მართლაც მძიმე ფასს იხდის, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი არაფერს არ იხდის იმისთვის, რაც მან გააკეთა და იმისთვის, რასაც აკეთებს საქართველოში, ამიტომ აუცილებელია მას მოეთხოვოს პასუხი ამისთვისაც. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯი გადადგმულია. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

უნდა დაველოდოთ რა რეაქცია ექნება რუსეთს – დავითულიანი ბიბილოვის განცხადებაზე

ბორდერიზაცია, რასაც ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე – სააკაშვილი

 

თენგიზ ფხალაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რუსეთს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვეს საქართველოს ოკუპაცია, ასეთ შემთხვევაში პუტინი დაფიქრდება მომავალ ნაბიჯებზე.

თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო მიმწოლები რომ ვიყოთ, ბიბილოვი უფრო რბილი გახდება? – ქადაგიშვილი ჟურნალისტს

 

“როდესაც უსაფრთხოების კონტექსტზე ვლაპარაკობთ, იცით, რომ  ახლოვდება ნატო-ს სამიტი მადრიდში, სადაც ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა დაიდოს, აქ განსაკუთრებული აქტივობა გვმართებს, არა მარტო ნატო-ს შტაბ-ბინაში, არამედ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც რეალურად იღებენ გადაწყვეტილებას.

კიდევ ერთი მიმართულებაა ევროკავშირი – გაჩნდა შესაძლებლობა გაგვეგზავნა აპლიკაცია წევრობის შესახებ. შესაძლებელია, დაჩქარებული წესი იქნეს განხილული და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შემდგომ ეს არის ძალიან სერიოზული სამუშაო, რეფორმების განხორციელება და აქამდე, რაც ასე ვთქვათ მინუსად მოგყვებოდა, რასაც გვიმეორებდნენ არაერთხელ, რომ ეს კიდევ გასაკეთებელია ან არ არის საკმარისი, აღმოიფხვრას. ამ სამუშაოს გარეშე, დიპლომატია ვერაფერს ვერ იზამს, ამიტომ ქვეყნის შიგნით და გარეთაც სერიოზული სამუშაოა.

შესაძლებლობების ფანჯარა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა რამეს გვაჩუქებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ როგორც კი შანსი გაჩნდება არავინ დასვას კითხვა საქართველოს მზადყოფნაზე – იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატოს მიმართულებით”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები