LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბათუმელებო, კეთილო ადამიანებო, დავეხმაროთ ოთხ ობოლს, რომლებიც დარჩნენ მამისა და სახლ-კარის გარეშე…“

116
batumeli

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც ოთხი შვილი დარჩა. ბავშვებს კი გირაოში ჩადებული სახლიდან მალე გამოასახლებენ. გავრცელებულ წერილში მითითებულია ანგარიშის ნომერი, რომელზე თანხის ჩარიცხვითაც შეგიძლიათ, ობლებს დაეხმაროთ:

„გარდაიცვალა თბილი და მოსიყვარულე ბათუმელი ზაზა აცინბა, მეგობრებო, ბათუმელებო, კეთილო ადამიანებო გთხოვთ დავეხმაროთ ზაზას ოთხ ობოლს, რომლებიც დარჩნენ მამისა და სახლ-კარის გარეშე, გთხოვთ გამოვასყიდვინოთ ბავშვებს გირაოში ჩადებული ბინა, მივიღოთ მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში, უფლის წინაშე მადლი გავაკეთოთ, მიგითითებთ ზაზას უფროსი შვილის, სანდრო აცინბას ანგარიშის ნომერს: GE28TB7038545061100103“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები