საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მისი გათავისუფლება მოითხოვა“. მისივე თქმით, მისი გათავისუფლებისაკენ ხელისუფლებას ბევრი სხვა საერთაშორისო მოთამაშე მიმართავს, თუმცა „ოლიგარქი მითითებას მხოლოდ ვლადიმერ პუტინისგან იღებს“.
„ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი გათავისუფლება მოითხოვა. ძალიან ბევრი საერთაშორისო დიდი მოთამაშე იგივეს ეუბნება საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას, მაგრამ ოლიგარქი იღებს მითითებას მხოლოდ ერთი მხრიდან – ეს არის პუტინი. ოღონდ პუტინს ახლა თავისი გასჭირვებია და არამგონია ბორენკასთვის რამენაირად მოიცალოს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკ-გვერდზე“.