LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში გააფორმებს უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას – დავით არახამია მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს

791
დავით-არახამია

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას თქმით, „რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საოკუპაციო ჯარი 23 თებერვლისთვის დაკავებულ პოზიციებს დაუბრუნდება“.

მისივე განმარტებით, ყველაზე რთული საკითხი მოლაპარაკებებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მსჯელობა ჯერაც არ გამართულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მოლაპარაკების პლატფორმიდან პოზიტიური სიგნალები ისმის, თუმცა ის რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს

“რა შეთანხმებაზეა საუბარი? არანაირი წინსვლა არ არის და არ იქნება, სხვა პროცესი მიდის” – რას წერს დემურ გიორხელიძე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

„როდესაც დადგება შეთანხმების გაფორმების მომენტი, რუსულმა ჯარმა უნდა დატოვოს ის ტერიტორია, რომელიც 23 თებერვლის შემდეგ დაიკავა. მხოლოდ ამის შემდეგ დავსხდებით შეთანხმების ხელმოსაწერად. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ შეთანხმების ხელმოწერა უზრუნველვყოთ.

დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი თავიდანვე გვერდზე გადავდეთ, ვიდრე ერთმანეთს ლიდერები შეხვდებიან, მანამდე კი ჩვენ დანარჩენ საკითხებზე ვიმუშავებთ“, – განმარტავს არახამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები