LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლობოდამ გაიჩალიჩა“ – რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ოთარ კუშანაშვილი სვეტლანა ლობოდას უკრაინის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს

291
kusanashvili

რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ოთარ კუშანაშვილი თავის საავტორო გადაცემაში უკრაინელ მომღერალს სვეტლანა ლობოდას აკრიტიკებს. ლობოდამ ღიად დააფიქსირა მხარდაჭერა თავისი ქვეყნის მიმართ. ეს იმ ფონზე, როცა, ლობოდა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი იყო. მუსიკოსი წლების წინ უკრაინაში არტისტების შავ სიაში შეიყვანეს, რადგან ის პუტინის პროპაგანდისტად ითვლებოდა. ომის დაწყების დღიდან კი ის საკუთარი ხალხის გვერდით დგას.

როგორც ჩანს, ქართველი ჟურნალისტისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. მან ლობოდაზე ირონიული კომენტარი გააკეთა: „სულ ვამბობდი და ის დღეც დადგა, ლობოდამ ,,გაიჩალიჩა”. შეუძლებელია ყველა მეფის მსახური იყო. ორ ზღვას შუა დგას,  ორი სახლი აქვს, უკრაინასა და რუსეთში. ხალხს არ მოსწონს, როცა გვიან გახსენდება, რომელი პასპორტი უპირატესია“, – ამბობს კუშანაშვილი. თავის მხრივ, ლობოდა ამბობს, რომ მას ახლა მსგავსი თემებისთვის არ სცალია და ის უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ჩემი ოფისი შტაბი გახდა“  – სვეტლანა ლობოდა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლიეტუვაში გაემგზავრა

რუსეთში არტისტების „შავი სია“ გამოქვეყნდა – მომღერლებს კონცერტებზე გამოსვლა ეკრძალებათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები