LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ელექტრონული კროსოვერი Nissan Ariya კრაშ-ტესტის დროს დაამტვრიეს

34
carcrash

კომპანია Nissan მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული კროსოვერის Ariya-ს გამოსაშვებად ემზადება. მოდელის აწყობიდან გაყიდვამდე დაახლოებით 400-მდე ცდას ჩაატარებენ, რათა ელექტროქარის უსაფრთხოებასა და სანდოობაში დარწმუნდნენ. ამჯერად ინჟინრებმა კრაშ-ტესტების სერია ჩაატარეს და ავარიის შემთხვევაში მგზავრების დაცულობა შეამოწმეს. ტესტის შედეგი შენელებული კადრითაა ნაჩვენები.

ახალ Nissan-ის საქარე, გვერდიდან და ასევე უკანა მხრიდან შეჯახების, ასევე სხვა ავტომობილთან დაჯახების ინსცენირება დადგეს.

ცდის დროს ელემენტიანი Ariya ასობით გადამცემით აღჭურვეს, რათა დაჯახების ძალა, ელემენტების დაზიანების სიმძლავრე, ასევე მგზავრების მდგომარეობა დაედგინათ.

Nissan Ariya-ს ბაზარზე გამოსვლა 2022 წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები