LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში დააკავეს 2 პირი, რომლებიც მანქანის ქვეშ სავარაუდოდ, ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ

95
Untitled design (1)

ზუგდიდში 2 პირი დააკავეს, რომლებიც მანქანის ქვეშ სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ.

არსებული ინფორმაციით, მათი დაკავება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც გულისხმობს: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები