LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: წალენჯიხის მერი უკრაინაში გაემგზავრა: “იავოროვში მიმაქვს ჩვენი მოქალაქეების განწყობა და სავსე ხელები..”

72
33

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა უკრაინაში გაფრინდა.

მისი თქმით, ის ჩავა ქალაქ იავოროვში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ქალაქია.

„ეს ისტორიული დამეგობრებაა.  იავოროვში მიმაქვს ჩვენი მოქალაქეების განწყობა და სავსე ხელები. ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი და ჰუმანიტარული მისია. თქვენს მიერ გაღებული თანხით შეძენილი ინფრასტრუქტურა, ფრონტისპირა ქალაქისთვის საჭირო ტვირთი.

ამასთან ერთად მიმაქვს განწყობები, თანადგომისა და საუკუნოვანი მეგობრობისა.

ქალაქ იავოროვში ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს და ეს იქნება გრძელვადიანი მეგობრობა, რომელიც ომის პერიოდში გვერდში დგომით გამოიხატება და მშვიდობის პერიოდში აღმშენებლობაში თანადგომით“. – განაცხადა გია ხარჩილავამ უკრაინაში გამგზავრებამდე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები