გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 647 243-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 1 036-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 622 432-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 730 პაციენტი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 592 ადამიანი.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 22 903, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 175, PCR ტესტით – 2 728.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,05%, ბოლო 14 დღის – 3,92%, ბოლო 7 დღის – 3,12%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 1 672-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.