LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეჟიმის ცვლილებას არ გულისხმობდა” – თეთრი სახლი ბაიდენის მიერ პუტინზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

248
biden-and-putin-7731481646726987

თეთრმა სახლმა ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედიები, მათ შორის „როიტერი“ ავრცელებს.

„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ.

ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

ვარშავაში მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლა ჯო ბაიდენმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

„ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“.

ბაიდენი: პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება

თქვენ იყავით 21-ე საუკუნის ქვეყანა, ახლა ხართ მე-19 საუკუნის ქვეყანა: ბაიდენის მთავარი გზავნილები რუსეთს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში