LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში სრულად შეცვლის ომის ხასიათს: იენს სტოლტენბერგი

138
იენს-სტოლტენბერგი-1

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში სრულად შეცვლის ომის ხასიათს, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება, რადგან უხეშად დაარღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“.

მისივე თქმით, რუსეთი საკუთარი მოთხოვნებით დასავლეთის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში სრულად შეცვლის ომის ხასიათს. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და უხეშად დაარღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მოკავშირეები შევთანხმდით, რომ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი. უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომმა მთლიანად შეცვალა უსაფრთხოების რეალობა ევროპაში და შექმნა ახალი ნორმა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასე რომ, ომი ხვალაც რომ დასრულდეს, მას ექნება გარკვეული გრძელვადიანი ეფექტი, რადგან რაც ვნახეთ, არის ის, რომ რუსეთს სურს, შეეწინააღმდეგოს ჩვენი უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს. რუსეთი ეწინააღმდეგება NATO-ს უფლებას, დაიცვას თავისი მოკავშირეები. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ შეჭრა, რომელიც განახორციელეს ან ომი, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, თავდაპირველად როგორც წვრთნა, ისე იყო შენიღბული. ამას იმეორებდნენ მუდმივად, შემდეგ კი სწავლება ფართომასშტაბიან ომად გადაიქცა”. – თქვა იენს სტოლტენბერგმა.