„აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი განმარტებით, დასავლეთმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა, რომლებიც არ მალავენ და საჯაროდ აცხადებენ, რომ მათი მიზანია გაანადგურონ, დაახრჩონ რუსეთის ეკონომიკა და მთლიანად რუსეთი.
„ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა საუბრობენ იმის შესახებ, რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის.
რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სახელმწიფოების სტრუქტურებთან ურთიერთქმედების გაძლიერებაზე, რომლებსაც არ შეხებია ანტირუსული ისტერია და ეს, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო საზოგადოების წევრების აბსოლუტური უმრავლესობაა და თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რაოდენობას, ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი,“- აღნიშნა ლავროვმა.