LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს სასამართლოში უჩივის

97
Untitled design

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს სასამართლოში უჩივის.

კლინტონთან ერთად, ტრამპი ასევე ედავება რამდენიმე დემოკრატს – ყოფილი პრეზიდენტი მათ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გავრცელებული ინფორმაციის გამო უჩივის.

2016 წელს ტრამპმა არჩევნებში კლინტონი დაამარცხა. თუმცა კამპანიის დროს ტრამპის განცხადებით, მისი გუნდი დაადანაშაულეს რუს აგენტებთან გარიგებაში, რათა გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე.

2020 წელს აშშ-ს სენატის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა გამოიყენა რესპუბლიკელი პოლიტიკური ოპერატორი პოლ მანაფორტი და WikiLeaks-ის ვებსაიტი, იმისათვის, რომ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა, ოფიციალური მოსკოვი კი არჩევნებში ყოველგვარ მონაწილეობას უარყოფს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ შეთქმულების მტკიცებულება არ იქნა ნაპოვნი, მაგრამ ის ასახავდა შემთხვევებს, როდესაც პრეზიდენტმა შესაძლოა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებ

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებობდა დემოკრატიული შეთქმულება მისი საპრეზიდენტო კამპანიის შელახვის მიზნით, მის საწინააღმდეგოდ გავრცელებული ინფორმაცია კი  რუსეთთან “საზიზღარი კავშირებსაც” მოიაზრებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები