LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინესოტას ზოოპარკში ვეფხვი “პუტინი” გულის შეტევით გარდაიცვალა

79
11

მინესოტას ზოოპარკში გარდაიცვალა 12 წლის ვეფხვი, რომელსაც “პუტინი” ერქვა.

ინფორმაციას თავად ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს დიდი დანაკარგია.

ვეფხვი მოულოდნელად, ჩვეულებრივი სამედიცინო პროცედურის ჩატარების დროს გარდაიცვალა, მას პროცედურის დროს გულის უკმარისობა განუვითარდა.

“ჩვენი 12 წლის მამრი ციმბირული ვეფხვი გუშინ სამედიცინო პროცედურის ჩატარების დროს, გუნდის გმირული გადაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად დაიღუპა. ეს ძალიან დიდი  დანაკარგია. მადლობას ვუხდით ჩვენს თანამშრომლებს ცხოველებისადმი თავდადებისთვის”, – აღნიშნულია “ტვიტში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები