ალკოჰოლზე უარის თქმა ჯანმრთელობისთვის საშიშია. ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც ალკოჰოლის მირთმევაზე საბოლოოდ უარის თქმა დაუშვებელია. ინფორმაციას გამოცემა “ინდეფენდენტი” ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც სპირტიან სასმელს რაციონიდან იღებენ, შუა ხნის ასაკში დემენციის (მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესება) განვითარების მეტი რისკი აქვთ. ბუნებრივია, სასურველი არც ზემდეტი ალკოჰოლის მიღება არ არის, თუმცა ერთი ჭიქა ღვინო მართლაც ბევრ პრობლემას აგვარებს.
სპეციალისტებმა ისიც დაადგინეს, რომ გარდა მეხსიერების, ორიენტაცისაა თუ აზროვნების პრობლემებისა, „ალკოჰოლური შიმშილი“ დიაბეტისა და ზოგადად ნაადრევი სიკვდილის საშიშროებასაც ზრდის. ამას ადასტურებს ექსპერიმენტი, რომელშიც 9,087 მოხალისე მონაწილეობდა და რამდენიმე წლიანი დაკვირვების შემდეგ მათ ნახევარს დემენციის დიაგნოზი დაუდგინდა.