თბილისში, შარტავას ქუჩაზე მოწყობილ ახალ ველობილიკს, ავტომობილების პარკირებისთვის იყენებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებენ.
აღსანიშნავია, რომ ფოტოები სწორედ თბილისის მერიის წინ არის გადაღებული.
“ახალ ველობილიკზე, ზუსტად მერიის წინ არის ჩვეულებრივი პარკირება. ამას მაინც ხომ ხედავს მთელი მერია, გააკონტროლეთ რა, რა აზრი აქვს ასეთი პროექტების გაკეთებას თუ მაინც მანქანებს უნდა მოვერგოთ!!!!” – წერს სოც. ქსელის მომხმარებელი.
ცნობისთვის, ველობილიკი და შარტავას განახლებული ქუჩა, ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა და ადგილზე კვლავ ტექნიკა მუშაობს.