LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასოდეს მივიღებთ გადაწყვეტილებას ისე, თუ ეს არ იქნება ფართო კონსენსუსის შედეგი – მამუკა ბახტაძე კანაფის კულტივაციაზე

64

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ “ქართული ოცნება” და ჩვენი პოლიტიკური გუნდი არასოდეს მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ისე, თუ ეს არ იქნება ქართულ საზოგადოებასთან ძალიან ფართო კონსენსუსის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის კომენტირებისას განუცადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა თავიდანვე განაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლიდა ყველა მხარესთან, მათ შორის საპატრიარქოსთან და საზოგადოების მოსაზრებებს მოისმენდა. “მოვისმინეთ კონკრეტული შეხედულებები ამ პროექტის შესახებ და მივიღეთ ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ხელწერა, რომ ყველა პროექტის წინაპირობად მიგვაჩნია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. საზოგადოებრივი შეხედულება და მოსაზრება იყო ის, რომ ეს კანონპროექტი უნდა გაწვეულიყო უკან და ასეც მოვიქეცით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები