Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რა პრობლემა აქვს პუტინს ოლიგარქებთან და აქვთ თუ არა მათ გავლენა რუსეთის პრეზიდენტზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემა აქვს პუტინს ოლიგარქებთან და აქვთ თუ არა მათ გავლენა რუსეთის პრეზიდენტზე

456
_123538093_c93589bb-9fe5-49c7-940c-46ca5c612a98

ვინ არიან რუსეთის დღევანდელი ოლიგარქები, რა პრობლემები აქვს პუტინს მათთან და შეუძლიათ თუ არა ოლიგარქებს, რუსეთის პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა – ეს ის ძირითადი კითხვებია, რომლებზე პასუხების გაცემაც ცნობილმა გამოცემა „ბლუმბერგმა“ გადაწყვიტა და საკუთარი მკითხველისთვის ვრცელი სტატია მოამზადა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რუსეთის დღევანდელი ოლიგარქები არიან ბიზნესმენების ნაწილი, რომლებმაც სიმდიდრე პრეზიდენტ ელცინის ეპოქაში დააგროვეს, პუტინის დროს კი კიდევ უფრო გამდიდრდნენ. მათ შორის არიან ცნობილი მილიარდერები: ოლეგ დერიპასკა, რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი, ვიქტორ ვექსელბერგი, მიხაილ პროხოროვი და ვაგიტ ალეკპეროვი. თუმცა, არიან ახალი ოლიგარქებიც, რომლებიც პუტინთან KGB-დან არიან დაკავშირებული. ახალი ოლიგარქებიდან ბევრი პუტინის დიდი ხნის მეგობარია, მაგალითად, გენადი ტიმჩენკო, იური კოვალჩუკი და სხვები…

რომან აბრამოვიჩი ისრაელში არ შეუშვეს – რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ რუსი ოლიგაქრი უკან გაბრუნდა

რა პრობლემა აქვს პუტინს ოლიგარქებთან?  – ამ კითხვაზე „ბლუმბერგი“ წერს, რომ იმ დროისთვის, როდესაც პუტინი ელცინის მემკვიდრე გახდა, რუსულ საზოგადოებას ეზიზღებოდა ოლიგარქები და პუტინი მათ დაჰპირდა, რომ ისინი “შეწყვეტდნენ არსებობას, როგორც კლასი”. 2000 წლის ივლისში კრემლში გამართულ შეხვედრაზე 21 წამყვან ბიზნეს მაგნატთან ერთად, პუტინმა ჩამოაყალიბა კანონი: მათ შეუძლიათ დარჩნენ ინდუსტრიული ტიტანები, მაგრამ უნდა დარჩნენ პოლიტიკის მიღმა. „ოლიგარქების, როგორც კლასის განადგურების ნაცვლად, პუტინმა მათი ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა და გარკვეულწილად მოათვინიერა ისინი”,- ნათქვამია Washington Post-ის 2002 წლის სტატიაში.

IDS Borjomi-ს აქციონერი, შესაძლოა, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი გახდეს: სანქცირებული მიხაილ ფრიდმანი მინერალური წყლების ბიზნესის გაყიდვას ცდილობს

და ბოლოს, შეუძლიათ თუ არა ოლიგარქებს პუტინზე გავლენის მოხდენა, მით უფრო იმ ფონზე, როცა მათ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უამრავი სანქცია დაუწესდათ. „ბლუმბერგის“ ცნობით, სანქცირებული რუსი მილიარდერები ამბობენ, რომ მათ მცირე გავლენა აქვთ პუტინზე. აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დააწესა სანქციები ზოგიერთ მილიარდერზე, დაწყებული რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით 2014 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები