ენგურჰესი ისევ მინიმალური დატვირთვით მუშაობს – საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან“ ისევ ენგურჰესის გენერალური დირექტორი საუბრობს. ლევან მებონიას განმარტებით, „ენგურჰესის“ გამომუშავება დღე-ღამეში 2-2.5 მლნ კვტ/სთ-ს არ აღემატება.
„წყალსაცავში წყლის დონე დაბალია. ზღვის დონიდან დაახლოებით 415 მეტრი. სანამ წყლის ჩამონადენი არ მოიმატებს, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე, ენგურჰესი გამომუშავებას ვერ გაზრდის. ამჟამად, ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% აფხაზებს მიაქვთ, რაც მათი მთლიანი მოხმარების დაახლოებით 28%-ია. დანარჩენს ელექტროენერგიას აფხაზები რუსეთიდან იღებენ“,- განმარტავს მებონია „ბიზნეს ფორმულასთან“.
მისი თქმით, ენგურჰესიდან მიღებული ელექტროენერგია მთლიანად ოჩამჩირის, გალის და ტყვარჩელის რაიონებს ხმარდება.