LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა კვირკველია: ბორშჩი თუ ხინკალი?

108

რუსულ გამოცემა “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში საბა კვირკველიამ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა.

აქვს თუ არა ურთიერთობა პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველებთან?

“რა თქმა უნდა, მაქვს. ჯანო, ოქრიაშვილი, ჭანტურია… ისინი ახლო მეგობრები არიან”…

ვინ არის მისი აზრით საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი?..

“ჩემთვის კახა კალაძეა. ალექსანდრე ჩივაძეს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მისი თამაში არ მახსოვს. მე 1992 წელს დავიბადე, ამიტომ, კალაძე კარგად მახსოვს. მან ჩემპიონთა ლიგა და იტალიის ჩემპიონატი მოიგო. შედეგების მიხედვით, ქართველებში ის გამორჩეულია”…

თუ ჰქონია ურთიერთობა ზაზა ჯანაშიასა და მალხაზ ასათიანთან?

“საქართველო პატარაა, ყველა ყველას იცნობს. ჩვენთან უყვართ “ლოკომოტივი” და იციან, რომ ეს არის დიდი კლუბი”…

ნაკრებზე

“ერთა ლიგაში კარგად ვთამაშობთ. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა – ფეხბურთელები, ფედერაცია… ყველა ყველაფერს აკეთებს. არ არის დიდი არჩევანი ფეხბურთელების მხრივ, მაგრამ მაინც შევქმენით სტაბილური გუნდი…
ჩვენ არა მხოლოდ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, არამედ გავიტანეთ გოლები და შევძელით, რომ თავად არ გაგვეშვა გოლები. ჩვენ გვყავს არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ძალიან გვინდა, ერთად რამეს მივაღწიოთ. ღმერთის წყალობით, ყველაფერი გამოგვივა”!..

შანსებზე

“ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს მშვენიერი რამაა. რა თქმა უნდა, გერმანიასთან, იტალიასა და საფრანგეთთან თამაში ყველას სურს, მაგრამ მათთან ბრძოლა რთულია, არადა, მთავარი შედეგია. ერთა ლიგა კი ნამდვილად ჩვენი შანსია, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოვხვდეთ”…

სად კეთდება მოსკოვში საუკეთესო ხინკალი?

“მარანში”, მაგრამ არ დავდივარ ქართულ რესტორნებში, სულ ოთხჯერ ვარ ნამყოფი… უზომოდ მიყვარს ბორშჩი. ვარჯიშის მერე ბაზაზე ორ ულუფას გეახლებით ხოლმე. ასევე მიყვარს პელმენი კრემით”…

lelo.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები