LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

95 წლიდან არიან და ახლა სხვას რომ დაუთმონ ხომ შეიძლება,ძალიან ბოგინობენ “ნაცმოძრაობა – ბოკუჩავა

298

“95 წლიდან დავიღალე “ნაციონალური მოძრაობის” ყურებით”- ამის შესახებ მსახიობ ხათუნა ბოკუჩავამ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე გაანცხადა. მისი თქმით, დროა ნაციონალებმა  ადგილი სხვა პოლიტიკოსებს დაუთმოს.

„მთელი საქართველო ვართ აღელვებულები და გვინდა სამართლიანობა. რაღაც ძალიან ბოგინობენ “ნაცმოძრაობა.” გვემუქრებიან და ნამდვილად სიმშვიდე მინდა. 95 წლიდან დავიღალე “ნაციონალური მოძრაობის” ყურებით. 95 წლიდან არიან “ნაციონალური მოძრაობა” და ახლა სხვას რომ დაუთმონ ხომ შეიძლება. ახლა სხვა მოვიდეს. ქალბატონი სალომე გავიდა. ცოტა პროცენტით გავიდა თუ მეტი პროცენტით გავიდა გასული არის,“-განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ

ამასთან , მსახიობი აღნიშნავს, რომ სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ გააყალბა არჩევნები.

„ეს მაგათი ხელწერა არის, უმეტესი წილით,“-განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ.

ვერის ბაღში მოქალაქეებმა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. იქ შეკრებილები ამბობდნენ, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ვერ უნდა გაიმარჯვოს. მათ არ სურთ, რომ ნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში დაბრუნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები