აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსი სამხედროები იყინებიან ცივი ამინდის შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო – ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობას ემატება რუსულ ძალებს შორის საკვებისა და საწვავის დეფიციტი.
მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე რუსულ ჯარს კვლავ აწუხებს ლოგისტიკისა პრობლემებიც.
პენტანგონის მაღალჩინოსნის თქმით, რუსებს ასევე აქვთ სარდლობის პრობლემაც, რამაც გაართულა კომუნიკაცია, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ლოჯისტიკისა და მდგრადობის პრობლემებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში