LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

174

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული და მისი ძმა ზესტაფონში ფლობენ ავტოსადგურებს, საიდანაც მიკროავტობუსებს მგზავრები სხვადასხვა მიმართულებით გადაჰყავს. მათივე თქმით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბრალდებულმა საკუთარი შემოსავლების გაზრდისთვის გადაწყვიტა, კანონიერი ქურდების დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. ბრალდებულმა მასთან მომუშავე ე.წ. ქურდული სამყაროს წევრის მეშვეობით დასახმარებლად მიმართა, ასევე, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრს, რომელმაც თავის მხრივ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდ გია ცხვარაძესთან, იგივე “გია სამტრედსკის”, იგივე “ბაბუს” დააკავშირა. “ბაბუს” გადაწყვეტილებით გადაწყვეტილებით ბრალდებულებმა შეძლეს ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება.

უწყების განცხადებით, კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ. შედეგად ბრალდებულმა ძმის ბიზნესი მიისაკუთრა. როგორც შსს განმარტავს, დახმარებისთვის ე.წ. კანონიერმა ქურდემა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა მატერიალური სარგებელი მიიღეს.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები