ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილების ძებნა გრძელდება.
ჩინეთში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც 133 მგზავრი იმყოფებოდა
თუმცა, მედიის ინფორმაციით, ვარაუდობენ, ყველა მგზავრი დაღუპულია.
ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპინმა კატასტროფის სრულმასშტაბიანი გამოძიების ბრძანება გასცა.
“დაღუპულთა რაოდენობა უცნობია და შიშობენ, რომ ვერცერთი მათგანი გადარჩა”, – წერს BBC.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნაპოვნია თვითმფრინავის ნაწილები, ჩანთების, საფულეები და პირადობის მოწმობები.
შეგახსენებთ, China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც ბოლო ცნობით, 132 ადამიანი იმყოფებოდა, გუანქსის პროვინციაში ბორცვებს გუშინ შეეჯახა.